"თუ თქვენ ასუფთავებთ ნივთებს თქვენი ორგანოები სუფთავდება - თქვენი გონება სუფთავდება"

  • facebook.com
  • 14 აგვისტო 18:34

სოციალური ქსელის მომხმარებელი შთა თედორაძე სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

თუ თქვენ ასუფთავებთ ნივთებს თქვენი ორგანოები სუფთავდება. თქვენი გონება სუფთავდება.


თუ თქვენ ალამაზებთ გარეგანს თქვენი შინაგანი სუფთავდება.


თუ თქვენ ზრუნავთ სხვაზე თქვენზე ზრუნვას იწყებს მთელი სამყარო.


თუ თქვენ სიყვარულს გასცემთ თქვენ ამ სიყვარულს იღებთ ყველაფრიდან. ცხოველებიდან, ხეებიდან,


ქვებიდან, ციდან და მიწიდან.


თუ თქვენ აწესრიგებთ სახლს ეზოს, თქვენ აწესრიგებთ თქვენს გონებას.


თუ თქვენ აწესრიგებთ გონებას თვენ აწესრიგებთ სამყაროს.


თუ თქვენ აკვირდებით და ხარობთ თქვენ იძენთ სიბრძნეს.


თუ თქვენ წვრთნით სხეულს წვრთნით თქვენს გონებას.


თუ თქვენ გონებას წვრთნით თქვენ იღებთ ახალ გამოწვევებს.


თუ თქვენ ენდობით საკუთარ თავს თქვენ გენდობათ სამყარო.


თუ ამ ყველაფერს სიხარულით აკეთებთ და ცნობიერად თქვენ მიიღებთ საპასუხოდ თხოვნის გარეშე.


სამყარო უსასრულო და მრავალფეროვანი ციკლია. ჩვენ არც კი ვიცით საიდან დაგვიბრუნდება ის რასაც გავცემთ.


მთავარია აღიქვა სამყაროს მთლიანობა და ვერასოდეს დაიკარგებით , ვერასოდეს იგრძნობთ თავს როგორც მიუსაფარი, მიუტოვებული, ცარიელი, უმნიშვნელო.


ჩვენ ყველანი ამ სამყაროს ნაწილები ვართ.


გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.


 

სრული ვერსიის ნახვა facebook.com