თოფურია ახალ შეყვარებულთან ერთად იტალიაში ისვენებს (ფოტო)

  • fortuna.ge
  • 14 აგვისტო 17:03

ქეთა თოფურია ზაფხულის ცხელ დღეებს ის სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე ახალ შეყვარებულთან ერთად ატარებს.

ხმები ,,ა’სტუდიოს” ვოკალისტისა და უცნობი მამაკაცის შესაძლო რომანის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც 32 წლის მომღერალმა ,,ინსტაგრამის” ისტორიებში რომანტიკული ფოტო ატვირთა.


სურათზე, წყვილს ხელი აქვს ჩაკიდებული, კადრს კი – გულის ესკიზი ერთვის.


რეპერ გუფისთან დაშორების შემდეგ, ქართველმა ლამაზმანმა პირობა დადო, რომ პირად ურთიერთობებზე საჯაროდ არ ისაუბრებდა. როგორც ჩანს ის სიტყვას ასრულებს, თუმცა თაყვანისმცემლებს საფიქრალს მაინც უჩენს.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge