24 წლის მასწავლებელი ქუთაისში მეეზოვედ მუშაობს

  • primetimenews.ge
  • 14 აგვისტო 14:46

პროფესიით პედაგოგი 24 წლის ირინე გიგაშვილი 2 წელია ქუთაისის სისუფთავაზე ზრუნავს.

პროფესიის პედაგოგი ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ შეუფერებელი და სამარცხვინო სამსახურები არ არსებობს. დილით და საღამოს ქალაქს ასუფთავებს, შუალედში კი, დამატებით სხვა სამსახურში მიიჩქარის.


"დილის 6-ის ნახევარიდან 9-ის ნახევრამდე ვასუფთავებ ქუჩებს. ამის შემდეგ მივდივარ სხვა სამსახურში, შემდეგ უკვე იქედან მოვდივარ და საღამოს 6 საათზე ისევ ვიწყებ ქუჩების დაგვას და და ვასრულებ 9 საათზე. თუ კი ვერ შევძელი დროულად ქუჩის დასუფთავება, რადგან ძალიან არის დანაგვიანებული პერიმეტრი, მაშინ დრო უფრო ხანგრძლივდება, ყოფილა შემთხვევები, რომ ღამის 11 საათამდე დამიგვავს ქუჩები", - თქვა "პრაიმტაიმთან" ირინე გიგაშვილმა.


ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ საქმე შრომატევადია, თუმცა შეუძლებელი არაფერია.


"ძალიან შრომატევადია საქმეა, ქარიან ამინდში განსაკუთებით გვიჭირს სისუფთავის შენარჩუნება, რადგან ურნებიდან ბევრი ნაგავი ცვივა და ქუჩებშია მიმოფანტული. ქუთაისში ურნებს თავსახური არ აქვს და შესაბამისად ქალაქი ძალიან ბინძურდება. განსაკუთრებით ტრანსპორტით მოსარგებლეები აბინძურებენ ქალაქს. წვიმაში და ქარშიც ვმუშაობთ, მაგრამ განსაკუთრებით რთული სიცხეში მუშაობაა. როდესაც მზე გაჭერს, სხეული გადახურებულია და შენ მაინც მოძრაობაში ხარ. წვიმა იმდენად არ არის შემაწუხებელი, როგორც მზე. ჩემი საქმე რთულია, მაგრამ შეუძლებელია არაფერია",- ამბობს ირინე.


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge