"საქართველოში 10 წლის წინ უნდა ჩამოვსულიყავით"

  • fashionholicsonline.com
  • 14 აგვისტო 14:28

13 აგვისტოს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე 30 Seconds To Mars-ის კონცერტი გაიმართა. ბენდი 1998 წელს ძმებმა ჯარედ და შენონ ლეტოებმა შექმნეს.

პირველი სტუდიური ალბომი 2002 წელს გამოუშვეს, კომერციული წარმატება კი 2005 წელს გამოსულ ალბომ A Beautiful Lie-ს მოჰყვა. ჯგუფის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა 2009 და 2013 წლებში გამოსულმა ალბომებმა: This Is War-მა და Love, Lust, Faith and Dreams-მა. მომდევნო ალბომი America ხუთი წლის შემდეგ გამოუშვეს, რომელსაც ბენდის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ტურნე მოჰყვა. სწორედ ამ ტურნეს ფარგლებში ეწვია 30 Seconds To Mars საქართველოს.


ოსკაროსანმა მსახიობმა და მომღერალმა ჯარედ ლეტომ, რომელიც სცენაზე ალესანდრო მიკელეს გუჩით შემოსილი ჩვენი ქვეყნის დროშას აფრიალებდა, თავის მსმენელებს განუცხადა, რომ საქართველოში ათი წლის წინაც უნდა ჩამოსულიყო.


რთულია გაიხსენო სტილი, რომელიც ჯარედ ლეტოს თავის თავზე არ გამოუცდია. გრანჟი, კლასიკური, სპორტული, ბოჰემური, როკ ვარსკვლავის თუ პანკის სტილი, მინიმალიზმი თუ მაქსიმალიზმი, ტრენდები თუ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები – მან ყველაფერი სცადა. შემდეგ გამოჩნდა ალესანდრო მიკელე, რომელმაც გუჩის და ჯარედის სახე ერთდროულად გარდაქმნა. გუჩი ჯარედის უნიფორმად იქცა, რომელიც გუშინ მან საქართველოშიც წარმოგვიდგინა.

სრული ვერსიის ნახვა fashionholicsonline.com