NBA-ს ვარსკვლავს პატიმრობა მიესაჯა

  • imedinews.ge
  • 14 აგვისტო 13:30

CNN-ის ინფორმაციითეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილ მოთამაშეს, სებასტიან ტელფეირს 3.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ბრუკლინის საოლქო პროკურატურამ ორი წლის წინ ტელფიერის ავტომობილში აღმოაჩინა ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვიები და მარიხუანა, რის გამოც მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.


მსგავსი ბრალდებით სპორტსმენი 2008 წელსაც დააკავეს და მაშინ სამწლიანი პირობითი მსჯავრი მიიღო. სებასტიან ტელფეირი 10-წლიანი კარიერის განმავლობაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რვა კლუბში, "პორტლენდში", "ბოსტონში", "მინესოტაში", "კლიპერსში", "კლივლენდში", "ფინიქსში", "ტორონტოსა" და "ოკლაჰომაში" თამაშობდა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge