გია გაბრიჭიძე სალომე სამადაშვილს: მე გეტყვით მაგ ფილმის ავტორის ვინაობას - მთავარი რეჟისორები სააკაშვილი და პუტინი არიან

  • 14 აგვისტო 13:19

„მე გეტყვით მაგ ფილმის ავტორის ვინაობას - მთავარი რეჟისორები სააკაშვილი და პუტინი არიან“,-ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ენმ-ს წევრ სალომე სამადაშვილს პასუხობს, რომლის განცხადებითაც ფილმის ავტორთა ვინაობა არ ხმაურდება.  

„სალომე სამადაშვილმა „იმედის“ ეთერით გასული ფილმის ავტორის დასახელება მოითხოვა.
მე გეტყვით მაგ ფილმის ავტორის ვინაობას, ქალბატონო სალომე, - მთავარი რეჟისორები სააკაშვილი და პუტინი არიან, პროდიუსერები კი - საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება სრული შემადგენლობით“.


ოპოზიცია აგვისტოს იმის თემაზე ტელეკომპანია „იმედზე“ გასულ ფილმს გამოეხმაურა. ენმ-ს წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამ ფილმით ავტორებმა, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, რუსული დაკვეთა შეასრულეს. ოპოზიცია ფილმის ავტორის დასახელებას ითხოვს. სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ ფილმი მოამზადა საქართველოს ხელისუფლების დაკვეთით.