დღეს არ ღირს პირად ცხოვრებაზე საუბარი - ინფორმაცია თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული

  • fortuna.ge
  • 14 აგვისტო 11:08

14 აგვისტოს დღის დეტალურ ასტროლოგიურ პროგნოზს პორტალი "ფორტუნა" ავრცელებს:

არ ღირს პირად ცხოვრებაზე საუბარი და საიდუმლოს გაცემა, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენად, საზოგადოებრივი და რეფორმატორული საქმიანობის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავტომობილის შესაძენად,


ჯანმრთელობა – გეომეგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაამდიდრეთ კვების რაციონი წიწაკით, მწვანილით და დროებით მოერიდეთ გაზიანი, ცივი სასმელის მიღებას. კარგი დღეა წყლის პროცედურების ჩასატარებლად,


დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აქვამარინი, ციტრინი, ცირკონი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.


ზოდიაქოს ნიშნები – წარმატება ელით ვერძს, ტყუპებს, სასწორს და მშვილდოსანს, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კირჩხიბი, თხის რქა და თევზები.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge