Facebook მომხმარებლებს უსმენდა - კომპანიამ ეს აღიარა

  • imedinews.ge
  • 14 აგვისტო 10:25

Facebook-ის წარმომადგენლების თქმით, მომხმარებლების აუდიო შეტყობინებების მოსმენა და ჩაწერა მხოლოდ მათთან შეთანხმებით ხდებოდა და პრაქტიკაში უკვე აღარ გამოიყენება.

„როგორც Google-მა და Apple-მა, 1 კვირაზე მეტია ჩვენც შევწყვიტეთ მომხმარებლების შეტყობინებების შესწავლა"- ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.


დოკუმენტის თანახმად, ანონიმური აუდიოშეტყობინებების გაშიფვრით, კომპანია Messenger-ის მუშაობის ეფექტურობას ამოწმებდა.


თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხმოვანი შეტყობინებების გაშიფვრით იყვნენ დაკავებულები, Bloomberg-ს განუცხადეს, რომ არ იცოდნენ, რა მიზანს ემსახურებოდა მათი შესწავლა. მათივე განმარტებით, ეს საუბრები პირადი იყო და მასში ვულგარული ლექსიკაც გამოიყენებოდა.


ამასთან, Facebook-ს თავისი მომხმარებლები არ გაუფრთხილებია იმის შესახებ, რომ მათი ხმოვანი შეტყობინებები შეიძლება მესამე პირის ხელში აღმოჩნდეს.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge