ჯენიფერ ლოპესის საქმრო გაძარცვეს

  • imedinews.ge
  • 13 აგვისტო 23:19

სან-ფრანცისკოში მომღერალ და მსახიობ ჯენიფერ ლოპესის საქმრო ალექს როდრიგესი გაძარცვეს. San Francisco Chronicle-ის ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა 500 ათასი დოლარის ელექტრონული მოწყობილობები და ძვირფასი ნივთები წაიღო.

პოლიციაში დაადასტურეს, რომ მძარცველმა ფოტოაპარატი, პორტატიული კომპიუტერი, ჩანთა და სხვადასხვა საიუველირო ნაკეთობები წაიღო, თუმცა ნაძარცვის ღირებულება არ დაასახელეს.


„ძალიან მეწყინა, რომ წაღებულია ისეთი პირადი ნივთები, რომლებსაც ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, - განუცხადა როდრიგესმა ჟურნალ People-ს.


44 წლის ალექს როდრიგესი ბეისბოლის ყოფილი მოთამაშეა. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მან ტელეწამყვანად დაიწყო მუშაობა. 2017 წლიდან როდრიგესი ჯენიფერ ლოპესს ხვდება, წყვილის ნიშნობა კი 2019 წელს გაიმართა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge