დანიის პრემიერის აღიარება და ბოდიში

  • imedinews.ge
  • 13 აგვისტო 17:57

დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ბოდიში მოუხადა ასობით ადამიანს, რომელთა მიმართაც მეოცე საუკუნეში ბავშვთა თავშესაფრებში ძალადობა ხორციელდებოდა.

როგორც აღმოჩნდა, 1945-76 წლებში ბავშვები სექსუალური შევიწროების, ძალადობისა და ნარკოტიკების ტესტირების მსხვერპლი ხდებოდნენ. მეტე ფრედერიკსენი ძალადობის ათობით მსხვერპლს საკუთარ რეზიდენციაში შეხვდა. 


„ხელისუფლებამ მაშინ არაფერი მოიმოქმედა. როგორც საზოგადოება, ჩვენ ამაზე თვალს ვერ და არ დავხუჭავთ“, - განაცხადა დანიის პრემიერმა.


წლების განმავლობაში აქტივისტები სახელმწიფოსგან მომხდარზე საკუთარი ბრალის აღიარებას ითხოვდნენ.


„ბოდიშის მოხდა ჩვენთვის ყველაფერს ნიშნავს. ჩვენ მხოლოდ ეს გვჭირდებოდა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მსხვერპლმა, 68 წლის არნე როელ იორგენსენმა. მისივე თქმით, ათობით ბავშვის სიცოცხლე ძალადობამ, ალკოჰოლმა და ნარკოტიკებმა დაანგრია.


 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge