ფორმულა კრეატივის ახალ არხის სახელი ცნობილია

  • 13 აგვისტო 17:05

ფორმულა კრეატივის ახალ არხს "ფორმულა" ერქმევა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართული ტელევიზიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

არხი ახალი საეზონიდან გავა ეთერში.


ფორმულა კრეატივის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტი სერიალი  "ჩემი ცოლის დაქალებია"



შეგახსენებთ, კომპანია „ფორმულა კრეატივი" ახალ ტელევიზიას თავდაცვის ყოფილ მინისტრ  დავით კეზერაშვილთან ერთად ქმნის. დავით კეზერაშვილმა ახალი სატელევიზიო პლატფორმის დაფუძნების შესახებ 1-ელ აგვისტოს განაცხადა.


"მიმაჩნია რომ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლას მუდმივი აქტიურობა ჭირდება და ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად დავაფუძნო ახალი სატელევიოზიო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დაცვას. პლატფორმა, რომელიც გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე ინტერესის ჯგუფს, არა რომელიმე ელიტურ ერთობას - არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფლების და პროგრესის ხმას ჩვენ ქვეყანაში.ახალი სატელევიზიო პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისკიტის უმაღლეს სტანდარტებს. დაწყებული მაქვს მოლაპარაკებები ჩვენს მეგობრებთან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რათა შეიქმნას სოლიდური შემადგენლობის სამეთვალყურეო საბჭო და ამით, ტელეარხის სარედაქციო დამოუკიდებლობას იმთავითვე მყარი გარანტიები ჰქონდეს.იმედი მაქვს, რომ მალე დაკომპლექტდება საზოგადოებისათვის ნაცნობი და მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტებისა და აგრეთვე ახალი სახეებისგან შემდგარი ძლიერი გუნდი და ტელევიზია უმოკლეს ვადაში მზად იქნება ეთერში გასასვლელად",-დაწერა  დავით კეზერაშვილმა.


ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ


გვარამიას განცხადება „ფორმულა კრეატივზე“: საწყენია, რომ ვერ შევინარჩუნე ისინი, მაგდენი ფული არ მაქვს