პლასიდო დომინგოს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

  • imedinews.ge
  • 13 აგვისტო 13:14

Associated Press-ის ინფორმაციით, პლასიდო დომენგოს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ. 

ბრალდება მას 9 ქალმა წაუყენა, რომლებიც აცხადებენ, რომ ლეგენდარული მომღერალი მათ სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ კარიერულ წინსვლაში დახმარებას ჰპირდებოდა, უარის შემთხვევაში კი მათ კარიერას ხელს უშლიდა.


დომინგო სექსუალურ შევიწროვებაში სულ 8 მომღერალმა და ერთმა მოცეკვავე ქალმა ამხილა. 78 წლის ტენორი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge