გორში გულშემატკივარი საფეხბურთო მატჩის დროს გარდაიცვალა

  • newpost.ge
  • 11 აგვისტო 20:12, 2019 წელი

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გულშემატკივარი ქალი ცუდად გახდა და საავადმყოფოში მიყვანიდან 40 წუთში გარდაიცვალა.

60-წლამდე ქალი სასწრაფომ "გორმედში" გადაიყვანა თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. კლინიკის ექიმი დავით ყაზაიშვილი ამბობს, რომ პაციენტს გული გაუჩერდა. არსებული ინფორმაციით, მას გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა.


 


 

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge