ამერიკა ტერაქტს გადაურჩა - დაკავებულია 20 წლის ბიჭი

  • newpost.ge
  • 10 აგვისტო 16:49

ამერიკელმა პოლიციელებმა მისურის შტატში სავაჭრო ცენტრი აფეთქებას გადაარჩინეს. მათ შენობაში შეიარაღებული მოქალაქე დააკავეს.

 

ეჭვმიტანილი სავაჭროცენტრში სამხედრო ფორმაში და ცეცხლსასროლი იარაღით გამოცხადდა, მას თან სავაჭრო ურიკა ჰქონდა და მომხდარს მობილური ტელეფონით იღებდა. დამნაშავეს ცეცხლი არ გაუხსნია.


მომხდარის გამო ჰიპერმარკეტის ერთერთმა თანამშრომელმა ფარულად სახანძრო სიგნალიზცია ჩართო. ადგილზე მეხანძრეები გამოცხადდნენ და დამნაშავე დააკავეს.


დაკავებული 20 წლის დიმიტრი ანდრეიჩენკო აღმოჩნდა. მისი მოქმედების მოტივებზე პოლიცია ინფორმაციას არ ავრცელებს.იმის გათვალისწინებით, რომ ეჭვმიტანილი სავაჭრო ცენტრთან აიყვანეს, გამოძიება ვარაუდობს, რომ ის ელ-პასოს მსგავსი თავდასხმის მოწყობას აპირებდა, რომელსაც გასულ კვირას 22 ადამიანი ემსხვერპლა.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge