რას არქმევს ნიკა გვარამია ახალ ტელევიზიას ?

  • newpost.ge
  • 10 აგვისტო 12:36

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, იმის მიუხედავად, დაიჭერენ თუ არა მას, ის განაგრძობს ახალი ტელევიზიის შექმნას.

მისი თქმით ახალი ტელევიზიის სახელი "მთავარი არხი" იქნება.


ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით ედება, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge