"ვაკელ კაცებს კახელები მირჩევნია..." - ლალი მოროშკინა

  • სარკე
  • 7 აგვისტო 13:00

"პროვინციაში ისევ არის შემორჩენილი ქალის პატივისცემა, მოკრძალება. მოვლენ, დაგეხმარებიან, გვერდით დაგიდგებიან" - ამის შესახებ ლალი მორიშკინამ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ლალი ამბობს, მიუხედავად იმის, რომ ვერა-ვაკეში დაიბადა და გაიზარდა ის პარტნიორის არჩევისას უპირატესობას რეგიონის მკვიდრებს ანიჭებს.

"ვერა-ვაკეში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ბავშვობიდან უპირატესობას რეგიონებში მცხოვრებ ბიჭებს ვანიჭებ. პროვინციაში ისევ არის შემორჩენილი ქალის პატივისცემა, მოკრძალება. მოვლენ, დაგეხმარებიან, გვერდით დაგიდგებიან. კახელმა მამაკაცმა შეიძლება რაღაც უხეშად გითხრას, მაგრამ არ მოგატყუებს. ვისთანაც ვმეგობრობ, ვიცი, სუფრასთანაც რომ ისხდნენ რაიმეში დამჭირდნენ, ადგებიან და მომეხმარებიან, არ მიღალატებენ", - ამბობს ლალი.

წყარო: სარკე