,,გერმანიაში უცხო ადამიანმა შოკში ჩამაგდო, როცა ეს მაჩვენა”

  • სარკე
  • 7 აგვისტო 11:40

სონია გოკაძე ფეისბუქით გერმანიაში. ქალაქ შტუტგარტში ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ ისტორიას იხსენებს და წერს, რომ ახალგაზრდა გერმანელს ხელზე ტატუ ქართული წარწერით -„ტიფლისი“ აქვს გაკეთებული.

 ამასთან, როგორც ფოტოში ჩანს, მას ქართული ღამის კლუბების ლოგოებიც აქვს დახატული.


,,გერმანიაში, კერძოდ შტუტგარტში ერთ-ერთ ღამის კლუბში, შემთხვევით გაცნობილ ადამიანს რომ ვუთხარი, ქართველი ვარ-მეთქი, შოკში ჩამაგდო, ეს ტატუ რომ მანახა. სამი წელია გერმანიაში ვარ და რამ უნდა გადამაწყვეტინოს,  შტუტგარტის ხელზე დაშტამპვა, არ ვიცი და ჰა, ადამიანმა თბილისი ასე ძალიან შეიყვარა”.

წყარო: სარკე