TV „პირველის“ ხელმძღვანელი პროკურატურაში დაიბარეს

  • pia.ge
  • 6 აგვისტო 18:15

ტელეკომპანია „პირველის" ხელმძღვანელი, ვახტანგ წერეთელი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც ,,პირველს" გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ვახტანგ წერეთელმა საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა.

ვახტანგ წერეთელი ხაზარაზე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოში გამოიკითხება. 


ფაქტს ტვ ,,პირველის" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


„დაკითხვაზე დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს – მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, ტვ ,,პირველს” არ მოგაგუდინებთ!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ! ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ!", – დაწერა წერეთელმა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge