გონიოში კაცი დაიხრჩო

  • pia.ge
  • 5 აგვისტო 13:22

უბედური შემთხვევა შავი ზღვის სანაპიროზე. გონიოში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო.

მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.


მანამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უამინდობის გამო, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდებოდა 3-4 ბალიანი შტორმი, აღმართული იყო წითელი ალმები და აკრძალული იყო ცურვა. 



შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. 


მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge