უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

  • pia.ge
  • 5 აგვისტო 12:23

5 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.


6-9 აგვისტოს ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.


ჰაერის ტემპერატურა 6-7 აგვისტოს საქართველოს დაბლობსა და ბარში +24, +29, ხოლო 8-9 აგვისტოს +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი.


თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 5 აგვისტოს დღის ბოლომდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge