ქუთაისში აივნის ჩამონგრევის შედეგად 78 წლის ქალი გარდაიცვალა

  • pia.ge
  • 2 აგვისტო 16:37, 2019 წელი

ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში აივანი ჩამოინგრა. შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. "პირველის" იმერეთის კორესპონდნეტის ცნობით, გარდაცვლილია 78 წლის ქალი, რომელიც ნგრევის დროს აივანზე იმყოფებოდა.

ქალი მეზობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. 


"პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge