"ვართ "კურიერში", არავითარი საბოტაჟი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება" - პაატა იაკობიშვილი

  • რეზონანსი
  • 2 აგვისტო 12:45

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის პაატა იაკობაშვილის განცხადებით, თუ "რუსთავი 2-ის" ახალი მფლობელები მას გაუშვებენ წავა და ნებისმიერ შემოთავაზებაზე დაფიქრდება.

 


"ახლა ვარ "რუსთავი 2-ში", ვაგრძელებ "რუსთავი 2"-ში მუშაობას თუ ვინმეს მფლობელს, ხელმძღვანელობას არ მოუნდება, რომ მე იქ ვიმუშაო და გამიშვებენ... ნუ გამიშვან. თუ ვინმე სხვაც შემომთავაზებს პარალელურად ახალ სამსახურს, იმაზეც დავფიქრდები. არავითარი საბოტაჟი და არავითარი ნაჩქარევი გადაწყვეტილება. მთელი კურიერის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ ვართ კურიერში, ვაკეთებთ კურიერს ისეთივე მწვავეს და კრიტიკულს, როგორიც იყო აქამდე. მენტალიტეტს არავინ არ იცვლის და შეხედულებები არ იცვლება. მომავალში რა იქნება და გამოჩნდება ვინმე, ვინც ახალ სამსახურს შემოგვთავაზებს, ამას ცხოვრება გვიჩვენებს", - განაცხადა პაატა იაკობაშვილმა.


"რუსთავი 2"- ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. გვარამია ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით აძლევს. სასამართლოში იმყოფებიან ნიკა გვარამიას მეგობრები, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერები მათ შორის, ზაალ უდუმაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, თაკო ჩარკვიანი, ირმა ნადირაშვილი.

წყარო: რეზონანსი