7 წლის ბიჭი 500 კბილით და ურთულესი ოპერაცია (ვიდეო)

  • newpost.ge
  • 1 აგვისტო 22:41

ინდოეთში 7 წლის ბიჭს კბილები ანომალიურად ჰქონდა განვითარებული. მას ექიმებმა ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს და 500-ზე მეტი კბილი ამოუღეს.

 

New Indian Express-ის ცნობით, 1 ივლისს, პ. რავინდრანი ქალაქ ჩენაის ჰოსპიტალში მიიყვანეს, სადაც მას გასიებული ქვედა ყბის მკურნალობა დაუწყეს.


„ერთ ადგილას ამდენი კბილი არასოდეს გვინახავს“, - აცხადებენ სტომატოლოგები.


რენტგენული და კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლევებისას, სტომატოლოგებმა ბიჭის პირის ღრუში გამოავლინეს „ჩანთის მსგავსი“ სტრუქტურა, რომელიც 526 კბილს შეიცავდა.


სტმატოლოგთა განცხადებით, კბილების ზომა სხვადასხვა იყო, დაწყებული 0,1 მილიმეტრით, 15 მმ-ით დამთავრებული.


ბიჭს ამჟამად 21 კბილი აქვს. 16 წლის ასაკიდან ბიჭს შესაძლოა, კბილების იმპლანტები დასჭირდეს.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge