რა მასალები ამოიღო პროკურატურამ "რუსთავი 2"-ის კონტრაქტორი კომპანიიდან

  • newpost.ge
  • 1 აგვისტო 20:16

პროკურატურის გამომძიებლები"რუსთავი 2"-ის კონტრაქტორი კომოანია "ინტერმედიას" შენობაში იმყოფებოდნენ.

გამომძიებელი ბექა კვიციანი აღნიშნავს, რომ ამოღებულია საწარმოების საბუღალტრო, საფინანსო, იურიდიული დოკუმენტაცია და გამოკვლეულ იქნა მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული ინფორმაცია.


„რუსთავი2“-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მითვისებით და ქონების თვალთმაქცური ან/და მოჩვენებითი გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულ იქნა სასამართლოს შესაბამისი განჩინება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიებიდან , მათ შორის შპს „ინტერმედია“ და შპს „ინტერმედია +“ გამოძიებისთვის საინტერესო დოკუმენტაციის და ინფორმაციის ამოღების თაობაზე. დღეს ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები, ამოღებულ იქნა საწარმოების საბუღალტრო, საფინანანსო, იურიდიული დოკუმენტაცია და გამოკვლეულია მათ საქმიანობმა.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge