ვინ შეცვლის ხაზარაძე-ჯაფარიძეს "ანაკლიის კონსორციუმში"

  • newpost.ge
  • 1 აგვისტო 17:09

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ხაზარაძე-ჯაფარიძის შემცვლელებს უახლოეს პერიოდში დაასახელებს.

ამის შესახებ მედიასთან, ანაკლიის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ისაუბრა.


მისი თქმით, თუ მოლაპარაკეკები წარმატებით დასრულდება პორტი პირველ გემს 2021 წლის ოქტომბერში მიიღებს. 


„მამუკა და ბადრი აღარ იქნებიან თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე სამეთვალყურეო საბჭოში. მათ ჩაენაცვლებიან ძალიან დიდი რეპუტაციის ადამიანები, რომლებსაც გამოვაცხადებთ თუ არა ხვალ და ისინი წაუძღვებიან ამ პროექტს და განსაკუთრებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს შემდგომში. ჩვენი მშენებლობის დაწყება დამოკიდებულია ამ მოლაპარაკებების დასრულებაზე. თუ ეს მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, მშენებლობა ვერ დაიწყება დროულად. თუ ამას ჩვენ მივაღწევთ, პირველი გემების მიღება მოხდება 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს, თუ არ ვცდები" - აღნიშნა ახვლედიანმა.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge