ქაიან ბელქანიას ნასა-ში ელოდებიან

  • სარკე
  • 31 ივლისი 13:36

9 წლის ქაიან ბელქანიას დედა აზა ბელქანია ამბობს, რომ მის შვილს ნასა-ში ელოდებიან. ამიშ შესახებ მან ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას აღნიშნა.

"ამერიკიდან სპეციალურად ქაიანისთვის ჩამოფრინდა ალექსანდრე ქართველიშვილი, რომელიც ნიუ იორკში ცხოვრობს და ალექსანდრე ჯონსონის სახელითაა ცნობილი. ის დაჰპირდა, რომ ნასა-ში ჩაიყვანს. ნასა-შიც ითხოვენ თურმე ქაიანის ჩასვლას. უამრავი წიგნი ჩამოუტანა, იმ ამერიკელმა ალექსანდრეს და ბედნიერია. ინგლისური კარგად იცოდა და მერე ცოტა დაავიწყდა იმ ამერიკელმა გვითხრა ფულს მე გამოვუგზავნი, ოღონდ ვინმესთან მიიყვანეთ და ინგლისური კარგად ისწავლოსო", - ამბობს აზა ბელქანია.

კოსმოსზე შეყვარებული 9 წლის ქაიან ბელქანიას საოცარი უნარების შესახებ, მისი მონაწილეობით ჩაწერილი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი.

წყარო: სარკე