სექსეტიკეტი - ეს ყველა სრულწლოვანმა ქალმა უნდა იცოდეს

  • funtime.ge
  • 28 ივლისი 20:36

არ აქვს მნიშვნელობა, გყავთ თუ არა ახლა სექსუალური პარტნიორი. ამ წესების ცოდნა აუცილებელია!

1. ისაუბრეთ სექსის დროს პარტნიორთან იმის შესახებ, რა გსურთ, რომელია თქვენი ფავორიტი პოზა ან რომელს გამოცდიდით. კაცებს არ შეუძლიათ ჩვენი ფიქრების წაკითხვა და თუკი ის ვერ განიჭებთ სიამოვნებას, მიანიშნეთ მას, როგორ გააკეთოს ეს. გამოიჩინეთ მოთმინება!



2. შეწყვიტეთ ორგაზმის იმიტირება. თუკი ხშირად თვალთმაქცობთ, ეს მხოლოდ თქვენი ბრალია, რადგან თქვენს ცრუ ორგაზმს კაცი ვერ ხვდება, ფიქრობს, რომ თქვენ ყოველთვის გსიამოვნებთ მასთან სექსი, ამიტომაც არ ეძებს ახალ გზებს თქვენთვის სიამოვნების მოსანიჭებლად.



3. თუ გსურთ, მიიღოთ, უნდა გასცეთ კიდეც. ეგოიზმი - არ არის სექსუალური.



4. ...მაგრამ ნუ მიანიჭებთ სიამოვნებას მას, ვინც არ არის მზად, გასიამოვნოთ. კაცი, რომელმაც იცის სექსის მნიშვნელობა, არასდროს აყენებს უპირატესად საკუთარ სიამოვნებას. მას სწორედ თქვენი ლტოლვა და ვნებიანი მოძრაობები აღაგზნებს.



5. ნუ შეგეშინდებათ, იყოთ ხმაურიანი. იყვირეთ, იკვნესეთ, გააკეთეთ რაც გნებავთ, ოღონდ გამოხატეთ საკუთარი ემოციები ისე, როგორც გსურთ.



6. თუკი პირველ სექსუალურ პარტნიორთან არცთუ ისე შთამბეჭდავი სექსი გქონდათ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველასთან ასე იქნება. პირველად ახალ პარტნიორთან სექსი შესაძლოა, მოუხერხებელი იყოს. საუკეთესო სექსისთვის აუცილებელია პრაქტიკა, ამიტომ ნუ განსჯით მკაცრად.



7. ...მაგრამ თუკი ის არ ცდილობს, სექსით თავი დაგამახსოვროთ, მასთან სექსუალური ურთიერთობის გაგრძელება არ ღირს. თუკი ის ცდილობს, მხოლოდ საკუთარ თავს ასიამოვნოს, ისიამოვნოს დამოუკიდებლად. მიუშვით, ავარჯიშოს მარჯვენა ხელი. თქვენ უკეთესს იმსახურებთ!



8. არასდროს შეხვდეთ კაცს, რომელიც ანალურ სექსამდე არ გკითხავთ, გსურთ თუ არა ეს. სექსის მთავარი წესი ორივე მხარის თანხმობაა.



9. მასტურბაცია არ არის მხოლოდ კაცებისთვის. კვლევებმა დაამტკიცა, რომ ქალები, რომლებიც რეგულარულად მასტურბირებენ, უკეთეს ორგაზმს განიცდიან.



10. ...და ეს არ არის ის, რაც აუცილებლად მარტო ყოფნის დროს უნდა გააკეთოთ. არაფერია იმაზე სექსუალური მოსასმენი კაცისთვის, როდესაც მას ეუბნებით: ნუ შემეხები, სანამ საკუთარ თავს თავად ვეხები. მიყურე და ისიამოვნე!



11. შეგიძლიათ რომელიმე ახალ პოზაზე უარი უთხრათ პარტნიორს, თუმცა, გარკვეული დროის განმავლობაში გადაიფიქროთ. ნუ შეგაშინებთ წესების შეცვლა.



12. ყოველთვის არ უნდა თქვათ „კი“. თუკი არ გსურთ, სექსით დაკავდეთ, ნუ მისცემთ კაცს ძალდატანების უფლებას.



13. ...მაგრამ თუკი მუდმივად ამბობთ „არას“, ეს ურთიერთობას ანგრევს. თუკი გსურთ ემოციური სიახლოვის შექმნა, ეს ფიზიკური სიახლოვის გარეშე არ გამოვა.



14. თქვენი სხეული შესანიშნავია. ფუმფულა თუ გამხდარი, დიდი თუ პატარა მკერდით, მიმზიდველი თუ არამიმზიდველი უკანალით: თქვენ ყველაფერი ადგილზე გაქვთ, უბრალოდ, ისწავლეთ ამ ყველაფრის „ტარება“ და არავის მისცეთ იმის თქმის უფლება, რომ რაღაც წესრიგში ვერ გაქვთ.



15. არ ღირს სექსი კაცთან, რომელიც ფიქრობს: რა საჭიროა პრელუდია.



16. მუდმივად კაცი არ უნდა იყოს სექსის ინიციატორი. სცადეთ, გადადგით ნაბიჯი და თავად შესთავაზეთ დაუვიწყარი სექსი. იქნებ მოგეწონოთ. მას კი ნამდვილად მოეწონება.



17. თუკი სექსის დროს პრეზერვატივით არ სარგებლობთ, დროა, ესაუბროთ მას. განსაზღვრეთ თქვენი ურთიერთობის სტატუსი: უბრალოდ, ერთმანეთს ხვდებით, ერიდებით სასქესო ინფექციებს ან როგორ გაგრძელდება თქვენი ურთიერთობა, თუკი დაორსულდებით?



18. ნუ შეხედავთ სკეპტიკურად კოცნის მნიშვნელობას. ეს სექსის დროს თქვენი ემოციური სიახლოვის გარანტია.



19. ნუ განსჯით სხვის სექსუალურ ცხოვრებას და ნუ შეადარებთ მას თქვენთან. თუნდაც, მეგობარმა გითხრათ, რომ მას ხშირად აქვს სექსი, ნუ იჩქარებთ მასზე დაბოღმვას, იქნებ, ეს არ არის სიმართლე ან თქვენი მეგობარი, უბრალოდ, იმიტირებს.



20. თუკი არ ხართ დარწმუნებული, გქონდათ თუ არა ორგაზმი, ეს ნიშნავს, რომ არ გქონდათ. მაგრამ ეს მხოლოდ სტიმულია „მუშაობის" გასაგრძელებლად.



21. შეგიძლიათ, საყვარელი ადამიანის დილის სუნთქვის მოსმენა გაიხანგრძლივოთ. რა თქმა უნდა, მასაც შეუძლია უფრო მეტ ხანს ისმინოს თქვენი სუნთქვა. განსაკუთრებით, თუკი დილის სექსზეა საუბარი.



22. შეიძინეთ სექსუალური თეთრეული, არა მხოლოდ მისთვის, არამედ თქვენთვის. აირჩიეთ ის, რომელშიც თავს ნამდვილ ქალღმერთად იგრძნობთ. არ აქვს მნიშვნელობა, გაქვთ სექსი ამ მომენტში, თუ არა.



23. სექსში არ არის არეულობის ადგილი. ზრდასრული ადამიანები ვართ. მოუწესრიგებლობა და გარკვეული დისკომფორტი - ეს სექსუალური კონტრაქტის ნაწილია.



24. ...ამიტომ, ნუ მოერიდებით გადაყლაპვას. მით უმეტეს, მეცნიერები ბოლო დროს ბევრს საუბრობენ კაცის სპერმის სასარგებლო თვისებებზე.



25. გამოიყენეთ თქვენი და მისი სხეული მაქსიმალურად: ხელები არასდროს გქონდეთ უმოქმედოდ. შეეხეთ საყვარელ მამაკაცს და არა ბალიშს. პრობლემები გადადეთ, დატკბით და უბრალოდ, მიეცით თავს მოდუნების საშუალება.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge