თურქეთში ბელარუს დიპლომატს ესროლეს

  • pia.ge
  • 25 ივლისი 10:01, 2019 წელი

თურქი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე 24 ივნისს ანკარაში თურქეთში ბელარუსის საერჩოს მრჩეველს ალეკსანდრ პოგანშევს თავს დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენა.

დიპლომატი მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ინციდენტის შემდეგ მან თავი მოიკლა.


თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ დანაშაული ყოფით საფუძველზე მოხდა. მისი თქმით, მანამდე პოგანშევს თავდამსხმელთან, რომელიც მისი მეზობელი იყო, კონფლიქტი მოუვიდა.


თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესდება.


2016 წელს ანკარაში, ადგიოლობრივი ადმინისტრაციისა და რუსეთის ფედერაციის საელჩოს მიერ ერთობლივად ორგანიზებულ ფოტოგამოფენაზე თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს. 22 წლის პოლიციელი მევლუთ ალტთნტაში სამართალდამცავებმა მკვლელობიდან რამდენიმე წუთში გაანეიტრალეს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge