გორში ბილბორდის გადატანისას დაშავებული მუშა გარდაიცვალა

  • newpost.ge
  • 25 ივლისი 00:23

გორში 2 დღის წინ სატვირთო მანქანიდან გადმოვარდნილი მუშა კლინიკაში გარდაიცვალა.

50 წლის მამაკაცს, რომელიც გორის კეთილმოწყობის თანამშრომელი იყო, "რეგიონ ფეშენ ვიკის" ბილბორდი გადაჰქონდა, რა დროსაც ქარმა დაუბერა, ბილბორდი გადააგდო და მუშაც თან დაგაიყოლა.
“ხელით ეკავა ბილბორდი, ქარმა დაუბერა და თან გადაჰყვა.”-უთხრა სატვირთოს მძღოლმა “ნიუპოსტს”.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge