ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახალისო ისტორია

  • თბილისელები
  • 24 ივლისი 11:34

ილიკო სუხიშვილი დიდი იუმორით იყო დაჯილდოებული და უხერხული სიტუაციების განმუხტვაც კარგად ეხერხებოდა.

ერთ-ერთი რეპეტიციის დროს, როცა ნინო რამიშვილი მოცეკვავეებს რაღაც ილეთს უჩვენებდა, მოულოდნელად წაიქცა... და იქვე მყოფ მეუღლეს ქალბატონმა ნინომ უთხრა:
– ეჰ, ილიკო, როგორც ეტყობა, დავბერდი, ხედავ, როგორ წავიქეციო.
ბატონმა ილიკომ კი უპასუხა:
– სამაგიეროდ, როგორ ადექიო..

წყარო: თბილისელები