ამინდის პროგნოზი

  • pia.ge
  • 24 ივლისი 10:41

24-25 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 25 ივლისს ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და სეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსი იქნება.


თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 25 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge