როგორ უნდა ამოიცნოთ მოძალადე კაცი

  • newpost.ge
  • 23 ივლისი 23:12

არსებობს თვისებები, რომლებიც მოძალადე კაცის ამოცნობაში დაგეხმარებათ.

მექსიკელი ფსიქოტერაპევტი ტერე დიას სენდრა თვლის, რომ თუ თქვენს პარტნიორს სურს, რომ ყოველთვის იცოდეს, სად და ვისთან ერტად იმყოფებით, ბრაზდება, როცა იმას არ აკეთებთ, რაც მას უნდა, მუდმივად ინსტრუქციებს გაძლევთ, ის პოტენციური მოძალადეა და თქვენი გაკონტროლება სურს.


ამის შესახებ მან წიგნიც დაწერა - "როგორ შეიძლება ამოიცნოთ, პარტნიორი-მოძალადე".სენდრა აცხდებს, რომ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მოძალადე შეიძლება იყოს როგორც მამაკაცი, ასევე ქალი. ისინი საკუთარ თქავზე ფიქრობენ და პარტნიორის მიმართ არანაირი პატივისცემა არ გააჩნიათ.


გთავაზობთ რამდენიმე პუნქტს მისი წიგნიდან:


მოძალადის სტრატეგია


როგორც წესი მოძალადეები ერთის მხრივ იყენებენ მოხიბვლის/შეცდენის მეთოდს და მეორეს მხრივ მანიპულაციებს, დაშინებას და ფიზიკური ძალადობის მუქარასაც კი.


მათ სურთ პარტნიორი ისეთ მდგომარებამდე მივიდეს, რომ თავის ფიქრებისა და გრძნობებისადმი ნდობაც კი დაეკარგოს, აღარ გამოხატავდეს თავის შეხედულებებსა და პროირიტეტებს, გაჩნდეს გრძნობა, რომ ყველაფერში თავადაა დამნაშავე, რომ არ შეუძლია საკუტარ ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები შეიტანოს.


მოძალადის ხასიათის თვისებები და ქცევები


1. ისინი ტრაბახობენ წარსულის სასიყვარულო ურთიერთობებით;


2. არ ცდილობს საკუთარ პარტნიორთან ურთიერთობების გაუმჯობესებას;


3. გამოხატავს უპატივცემლობას;


4. მუდამ სურს იყოს "მთავარი;


5. არ აინტერესებს სხვისი გრძნობები;


6. უყვარს სხვაზე ბატონობა;


7. არ, ან იშვიათად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ქცევებსა და გადაწყვეტილებებზე;


8. ზიზღით უყურებს მას, ვინც არ იზიარებს მის შეხედულებებს, პარტნიორსაც კი;


9. საკუთარი ცუდი საქციელის გადასაფარად და გასამართლებლად მიმართავს ხუმრობას, ირონიას, სარკაზმს;


10. მისთვის მთავარი საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაა, მათ შორის სექსუალურიც;


11. ხშირად იტყუება;


12. გაურბის კონფლიქტურ სიტუაციას, თუ მას თავად არ აკონტროლებს;


13. იგი მოსაჩვენებლად მომხიბვლელად და მიმზიდველად იქცევა.


რჩევები


სიყვარული - ეს შესანიშნავი გრძნობაა, რომელიც ყველას სჭირდება. თუმცა, ბევრი თვლის, რომ სიყვარული ერთადერთია, რაც მას სჭირდება და საკუთარი პიროვნების სხვა ასპექტებს ყურადღებას აღარ აქცევს. ისინი თვილან, რომ მთავარია მას უყვარს ან ის უყვართ.


შესაბამისად - ნუ დაისახავთ ცხოვრების ერთადერთ მიზნად სიყვარულის პოვნას, უარი თქვით "ცუდ" სიყვარულზე ფა იპოვეთ "კარგი" სიყვარული."

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge