თუ ცხიმიანი თმა გაქვთ მაშინ ეს სატია უნდა წაიკითხოთ

  • თბილისელები
  • 22 ივლისი 17:44

რაც უფრო ხშირად იბანთ თმას, მით უფრო სწრაფად ჭუჭყიანდება და ცხიმიანდება ის. მოერიდეთ ყოველდღიურად მის დაბანას, სჯობს, ორ დღეში ერთხელ დაიბანოთ.

თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, შამპუნი აუცილებლად სწორად უნდა შეარჩიოთ, თმა წყლის ჭავლის ქვეშ კარგად დაისველოთ, ხელზე დაისხათ, კარგად შეათბოთ ხელისგულებით შამპუნი და თავზე წრიული მოძრაობით შეიზილოთ. შემდეგ გადაინაწილოთ თმის ძირებიდან ბოლოებისკენ. თავის დაბანა, გრილი წყლის გადავლებით დაასრულეთ. ის გაგიძლიერებთ ძირებს და ბზინვარებას მიანიჭებს თმას.


ცხიმიანი თმისითვის კარგია შემდეგი ნარევი: 4 სადილის კოვზ გამხმარ სალბის ფოთლებს, რომელსაც აფთიაქში შეიძენთ, დაასხით 1 ლიტრი წყალი. დააყენეთ, დაახლოვებით 10 წუთი და გადაივლეთ თბილი ნაყენი, დაბანილ თმაზე. სალბის ნაყენი ამშვიდებს თავის კანს, მკურნალობს ანთებით პროცესს. ასევე, თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, 1 ცალი ლიმონის წვენი გახსენით ერთ ლიტრ წყალში და თავის დაბანის შემდეგ გადაივლეთ თმის ძირებიდან ბოლომდე.


ბალზამი და კონდიციონერი თავის დაბანის დასრულების პროცესში უნდა წაისვათ თმაზე, ხოლო ნიღაბი – უშუალოდ დაბანის პროცესში. არ დაგავიწყდეთ წრიული მოძრაობებით თავზე მასაჟის გაკეთებაც.
თუ გაინტერესებთ, რამდენად ჯანსაღი თმის სტრუქტურა გაქვთ, ამის გაკეთება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ: თმის ღერი წყლით სავსე ჭიქაში ჩააგდეთ და თუ ზედაპირზე დაცურავს, თმა ჯანმრთელია, თუ იძირება, აღდგენას საჭიროებს.


ასევე, არსებობს რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ გინდათ, თმა არ დააზიანოთ, არ გამოიწვიოთ მისი ცვენა და შეუნარჩუნოთ ბზინვარება:


* არ დაიბანოთ თავი ზედმეტად ცხელი წყლით. ეს თმის ცვენის გამოწვევის პირდაპირი გზაა;


* იკვებეთ ჯანსაღად. თმის ცვენის მიზეზი, ორგანიზმში წყლის ნაკლებობაც შეიძლება გახდეს. მიირთვით ბევრი სეზონური ხილი და ბოსტნეული;


* თუ სტრესულ გარემოში ხშირად გიწევთ ყოფნა, მიიღეთ მცენარეული დამამშვიდებლები – გვირილის, პიტნის ან შავბალახას ნაყენი. გოგრის თესლის დილით მირთმევა კი ჯანსაღი თმის საწინდარია;


* თუ თმა ნელა იზრება, კვების რაციონში მწვანე შეფერილობის ხილი და ბოსტნეული, ხორცისა და ზღვის პროდუქტები და პარკოსანი მცენარეები ჩართეთ;


* თმის ზრდის პროცესზე და მის სტრუქტურაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ძილის ხარისხიც. თუ დღის განმავლობაში 8 საათზე ნაკლები გძინავთ, ეს უდავოდ პრობლემაა, ხოლო თუ 6 საათზე ნაკლები – საგანგაშო;


* ხოლო, თუ თმის ბოლოები დაზიანებულია და შუაზე იყოფა, რეკომენდებულია მისი დამოკლება და შეჭრა 2-3 თვეში ერთხელ.

წყარო: თბილისელები