ლიბიის ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი ქალი გაიტაცეს

  • imedinews.ge
  • 21 ივლისი 12:44

ლიბიის ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი ქალი სეჰამ სერგევა შეიარაღებულმა პირებმა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. ამის შესახებ CNN-ს მისი ოჯახის წევრებმა განუცხადეს.

შემთხვევა ქალაქ ბენღაზიში სამი დღის წინ მოხდა. სერგევას ოჯახის ინფორმაციით, მისი ადგილმდებარეობა ახლა უცნობია. მათი განცხადებით, სეჰამი ლიბიის ეროვნული არმიის ლიდერის, ხალიფა ჰაფტარის დაქვემდებარეში მყოფმა პირებმა გაიტაცეს.


სეჰამ სერგევა ლიბიის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო და ტრიპოლიზე ლიბიის ეროვნული არმიის თავდასხმას აკრიტიკებდა. მისი ოჯახის განცხადებით, 15-მდე შეიარაღებული ნიღბიანი მის სახლში შეიჭრა და სერგევას ძებნისას მისი მეუღლე ფეხში დაჭრეს და ერთ-ერთ ვაჟს სცემეს. ორივე კაცი ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს.


სახლიდან წასვლისას მათ მობილური ტელეფონები წაიღეს და კედელზე წარწერა დატოვეს - „არსად გადაეყარო არმიას“. 


ტრიპოლიში მდებარე ხელისუფლებამ მომხდარს „სამხედრო ლიდერის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უკანონობის კიდევ ერთი მაგალითი“ უწოდა და გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაუყოვნებლივი ჩარევისკენ მოუწოდა. ლიბიის ეროვნული არმიაში ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge