,,ექსკლუზივი: ამ წუთებში ჩემმა წყარომ მომიჩუხჩუხა ახალი ამბავი"

  • 21 ივლისი 11:58

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ნიკა გვარამიას და მის გუნდს ტელეკომპანია ,,იბერიაზე" გადასვლა შესთავაზეს.

,,ექსკლუზივი: ამ წუთებში ჩემმა წყარომ მომიჩუხჩუხა ახალი ამბავი, დეპუტატ ნატო ჩხეიძის ქმარმა ტელეკომპანია ,,იბერიის" მფლობელმა და ,,ომეგას" მეპატრონემ ზაზა ოქუაშვილმა ნიკა გვარამიას თავისი გუნდით შესთავაზა ,,იბერიაში" მუშაობა! ლონდონში მიიპატიჟა მოლაპარაკებებზე. ცირკია რა ეს ცხოვრება! ისე ოქუაშვილმა თავის თანამშრომლები ისე გაყარა ორი თვის ხელფასი არ მიუცია და სასამართლოში უჩივიან, ხოდა, ნიკას მადა აქვს, მაგას მთელი ,,ომეგა" რომ ჩადოს ვერ გადაიხდის. ინფორმაცია 1000 პროცენტიანია, წყალი არ გაუვა!", - წერს ნინო ჯღარკავა.