ვინ როგორი პარტნიორია და რა მოთხოვნილებები აქვთ სექსში ზოდიაქოს ნიშნებს

  • newposts.ge
  • 21 ივლისი 00:47

ამერიკულმა გამოცემამ ladys.com ჩაატარა გამოკითხვა ქალებს შორის. გამოიკვეთა ვარაუდები იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცს მიიჩნევენ ქალები საწოლში მოსაწყენად, არასტაბილურად, კრეატიულად და ღვთაებრივად.

გამოკითხვაში დაახლოებით 9000 ქალბატონმა მიიღო მონაწილეობა. მათი ასაკობრივი კატეგორია 22- 39 წლის მაჩვენებლით განისაზღვრა.


ქალწულები, მშვილდოსნები, მერწყულები, ვერძები და თევზები. სწორედ ეს ზოდიაქოს ნიშნები დაასახელეს ქალბატონებმა გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის მოყვარულად . ამასთან ერთად, ყველაზე კრეატიულად ამ მხრივ ვერძი მიიჩნიეს.


კირჩხიბები და ტყუპი ყველაზე ნაზი და ქალისთვის მაქსიმალური სიამოვნების მინიჭებაზე ორიენტირებული პარტნიორების სიაში მოხვდნენ. გამოკითხვის მიხედვით, კირჩხიბი ყველაზე რომანტიული მამაკცის სიაშიც კი მოახვედრეს.


ლომისა და თხის რქის ნიშით დაბადებულ მამაკაცებს სექსში ყველაზე დიდი ეგოისტის ტიტული ხვდათ წილად. გამოკითხული ქალების მიხედვით, ისისნი პირველ რიგში საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობენ და ნაკლებად არიან ორიენტირებული იმაზე, რომ პარტნიორსაც მიანიჭონ ანალოგიური სიამოვნება.


ქალწულისა და სასწორის ნიშნით დაბადებული მამაკაცები ყველაზე მოსაწყენ პარტნიორად მიიჩნია.


სექსში ყველაზე უხეში, ხისტი კაცების სიაში მოხვდნენ – ვერძები, ლომები, მორიელები, თხის რქები. ამასთან ერთად, ქალების დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ მორიელის მხრიდან მსგავსი ქმედება, როგორც წესი, პირიქით აძლიერებს სიამოვნებას, მაშინ როცა მხოლოდ მიღებაზე ორიენტირებული თხის რქა ხშირად აუტანელი ხდება ქალისთვის ინტიმური ურთიერთობების ხანგრძლივი ვადით გაგრძელების კუთხით.


გამარჯვებულის ტიტული ერგო მამაკაცს, რომელიც გამოკითხული ქალების 76%-მა საწოლში ღვთაებრივ, დაუვიწყარ და ყველაზე ტემპერამენტიან პარტნიორად აღიარა – ეს გახლავთ კურო! სულ რაღაც 6 პროცენტით ჩამორჩებიან მათ მორიელები. თუმცა კუროსთან სექსი რესპონდენტების ძირითადმა ნაწილმა საკუთარ ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო სექსუალურ კავშირად მიიჩნია.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge