ქალები და მათი სიგიჟეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

  • 21 ივლისი 00:44

ყველა ქალშია რაღაც გიჟური და ისეთი რამ, რასაც ვერც თვითონ და ვერც ვერავინ აკონტროლებს.

ვერძი


ვერძი ქალის სიგიჟე და თავშეუკავებლობა მის ტემპერამენტში,  მოუთმენლობასა და დრამატიზმისკენ მიდრეკილებაში იმალება. მას სკანდალის მოწყობა შეუძლია, თუ რაიმე ისე არ წავა, როგორც მას სურს. ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი ქალი ისე იქცევა, რომ ადვილად გამოირჩევა საზოგადოებაში ქცევის ნათლად გამოხატული მანერით.
 
კურო


კურო ქალი, სინამდვილეში, ძალზე მგზნებარე ნატურაა. მას ხანდახან ბობოქარი ემოციები იპყრობს, რომელთან გამკლავება არცთუ იოლია. საყვარელი, სასიამოვნო არსებიდან ის შეიძლება გადაიქცეს მრისხანე პიროვნებად, რომელიც თავის თვალსაზრისს ბოლომდე მტკიცედ და თავდაჯერებულად დაიცავს. ასეთ ქალთან მოდუნება, ცოტა არ იყოს და, ძნელია.
 
ტყუპი


წინასწარ ვერასდროს განჭვრეტ, თავის რომელ მხარეს გამოამჟღავნებს ტყუპი ქალი მომდევნო წუთში. ეს ძალზე არაპროგნოზირებადი, მოძრავი არსებაა, რომელიც ხანდახან, თავისი ცვალებადობით, ადამიანებს შოკს გვრის. შეშლილი, თავშეუკავებელი და ძალზე საინტერესო ტყუპ ქალს სხვა - შთამბეჭდავ და სრულიად თავისუფალ სამყაროში გადაჰყავხართ.
 
კირჩხიბი


კირჩხიბი ქალი სრულიად მიუწვდომელია თავის ემოციურობაში, ძალზე საყვარელია თავისი მგრძნობიარობით და აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი - რეაქციებში. მას არ შეუძლია საკუთარი ემოციების დამალვა - ყველაფერი სახეზე აწერია. მას ემოცია უამრავი აქვს და ეს ემოციები დღის განმავლობაში ერთმანეთს ანაცვლებს.
  
ლომი


ლომ ქალს ბევრი ადამიანის მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება აქვს, როგორც დიდგვაროვანს თავის ქვეშევრდომების მიმართ. ამასთან, მან შეიძლება ვერც შენიშნოს თავისი მფარველური ქცევა და სიმაღლიდან ნატყორცნი სიკეთის მზერა. მაგრამ ის, ვინც ნამდვილად იცნობს ლომ ქალს, აღფრთოვანებულია მისი კეთილშობილებით და მთელი გულით ავსებს მას ქათინაურებით.
 
 ქალწული


ქალწული ქალი, უბრალოდ, შეშლილია თავის პერფექციონიზმში. ის ყოველთვის იპოვის რაიმე ნაკლს, მიგითითებთ, რომ იდეალურად არ არის გაკეთებული. მაგრამ, სამაგიეროდ, ეს ყველაზე ყურადღებიანი, რაციონალური, პუნქტუალური ნატურაა. ქალწული ქალი ძალზე მოკრძალებული და თავშეკავებულია, რაც მას განსაკუთრებულობას ანიჭებს.
  
სასწორი


მომხიბლავ სასწორ ქალს გარშემომყოფების სრულიად შეუმჩნევლად და მსუბუქად მანიპულირება შეუძლია. ის ძალზე ემოციური ნატურაა, მაგრამ ცდილობს, ეს დამალოს. მისი ყველაზე გიჟური მხარეა ჭირვეულობა და მომთხოვნელობა, მაგრამ განა შესაძლებელია, ამ მომხიბლავი არსებობის კაპრიზები არ შეასრულო?
 
მორიელი


მორიელი ქალი მშვიდია მანამ, სანამ არ გაანაწყენებენ. მან მშვენივრად იცის გარშემომყოფთა სუსტი წერტილები და ამ მტკივნეულ ადგილზე ყველაზე შეუფერებელ ადგილზე ფეხის დაჭერა. სჯობს, ეს ქალი არ გაანაწყენოთ, ასევე, არაფერი დამალოთ მისგან. მაინც გაიგებს...
 
 
მშვილდოსანი


მშვილდოსანი ქალი ძალზე გულღია და კეთილია. მაგრამ თუ ეცდებით, ზეწოლას და ზედმეტად დაავალდებულებთ და მის თავისუფლებას შეზღუდავთ, ის თავის ბნელ მხარეს გაჩვენებთ. ჩხუბში ამ ნიშნის წარმომადგენელ ქალს მრავალი უსიამოვნო რამის თქმა შეუძლია, რომელიც თქვენი მეხსიერებიდან არასდროს ამოიშლება.
 
თხის რქა


თხის რქა ქალი ყველაზე ადეკვატურ, თავშეკავებულ და მშვიდ არსებად მოჩანს. მაგრამ ხომ გაგიგიათ დამდგარი წყლის ამბავი... თხის რქის სიგიჟე მაშინ იწყება, როდესაც მიზანს ისახავს. შედეგის მიღწევისკენ სწრაფვისას ის დაუნდობელი ხდება და მზადაა, თავის გზაზე ყველაფერი წალეკოს.
 
მერწყული


მერწყულ ქალს თქვენი გაოცება ერთი გიჟური თვისებით შეუძლია. ის ძალზე გაუცხოებული ხდება ხოლმე. ეს არის ჭკვიანი, ინტელექტუალურად განვითარებული ადამიანი, რომელიც ხშირად ვერ ამჩნევს არა მარტო სხვის, არამედ საკუთარ ემოციებსაც. ის გონების კარნახით ცხოვრობს და ავიწყდება, რომ გრძნობებიც არსებობს. მაგრამ ეს თვისება მერწყულ ქალს თავშეკავებულსა და გაწონასწორებულს ხდის.
 
თევზები



თევზ ქალს ყოველთვის არ შეუძლია თავისი ჩვევების გაკონტროლება. მას შეუძლია, ძალიან ბევრი დალიოს, იმღეროს, რაიმე უკიდურესობაში გადავარდეს. მშვიდი, რბილი და კეთილი თევზი-ქალი ერთ მომენტში შეიძლება გადაიქცეს საშიშ ისტერიკიან ქალად და გარშემომყოფები ყველანაირ ცოდვაში დაადანაშაულოს, შემდეგ თვითონ განაწყენდეს და ყველას გაებუტოს. რა ხდება მომხიბლავი თევზი-ქალის თავში ამ მომენტში, არავინ უწყის.