,,ქარვასლასთან" პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს

  • 21 ივლისი 00:37

ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებისას ორმა პირმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევა თბილისში სავაჭრო ცენტრ ,,ქარვასლასთან" მოხდა. ამის შესახებ ,,პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ორი პირი დააკავა. სავაჭრო ცენტრ ,,ქარვასლასთან" დაკავების დროს დამნაშავეებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა", - განუცხადეს ,,პირველს" შსს-ში.


უწყების ცნობით, საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.