,,მომინდა ხმამაღლა მეთქვა ეს სიტყვები..." - ინგა გრიგოლია ნოდარ მელაძეს მიმართავს

  • 21 ივლისი 00:03

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ,,რუსთავი 2"- ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნოდარ მელაძეს მიმართავს:

,,არიან ადამიანები, ვის გარეშეც ქართული ტელევიზია უბრალოდ წარმოუდგენელია. შენ ხარ ზუსტად ასეთი ადამიანი. მინდა სულ გიყურო და სულ წარმატება გისურვო შენ და შენთან ერთად შენს გუნდს. ეხლა ვნახე შენი გამხსნელი ტექსტი და მომინდა ხმამაღლა მეთქვა ეს სიტყვები, ადამიანო-ტელევიზიავ", - წერს ინგა გრიგოლია ნოდარ მელაძის ფეისბუქგვერდზე.