საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 22-17 დაამარცხა

  • 20 ივლისი 21:12

ევროპის გრან-პრის მეორე, დასკვნითი ეტაპის მატჩში საქართველოს შვიდკაცა მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთი 22:17 დაამარცხა. ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.

საინფორმაციო პორტალის ცნობით, დღეს გამართული სამი შეხვედრიდან საქართველოს 7-კაცამ 2 მოიგო - ინგლისს 21:12 სძლია, ხოლო გერმანიასთან 12:15 წააგო.


21 ივლისს ჩასატარებელი პლეი-ოფების განრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.