დაიხურება სკოლა, სადაც მხოლოდ ორი მოსწავლე სწავლობდა

  • imedinews.ge
  • 20 ივლისი 20:12

ინგლისში დაიხურება სკოლა, სადაც მხოლოდ ორი მოსწავლე სწავლობდა. პრისტონთან მდებარე დაწესებულების გახსნიდან 180 წლის შემდეგ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქის საბჭომ განაცხადა, რომ სკოლას ფინანსური პრობლემები აქვს. 

საბჭოს განათლების სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის ედვინ გრანტის თქმით, ფინანსური პრობლემების მიზეზი მოსწავლეთა დაბალი რაოდენობა გახდა. 

ბოლოს ხუთი წლის განმავლობაში მათი რაოდენობა 16-დან 2-მდე შემცირდა. ეს მოსწავლეები კი მომავალ კვირას ასრულებენ სწავლას.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge