იყიდება სერვისი, რომელიც ფოტოებზე ქალებს „აშიშვლებს“

  • imedinews.ge
  • 20 ივლისი 16:35

აპლიკაცია DeepNude-ის ავტორებმა პროექტის გაყიდვის შესახებ განაცხადეს.

აპლიკაციას ნეიროქსელის დახმარებით, ფოტოზე ნებისმიერი ქალის გაშიშვლება შეუძლია. ინფორმაცია პროექტის გაყიდვის შესახებ სერვისის Twitter-ზე გამოჩნდა.საწყისი ფასი $30 ათასია.  


DeepNude-ი არის პროგრამა, რომელიც ქალების ფოტოების რედაქტირებას ახდენს. ნეიროქსელის დახმარებით პროგრამა ტანსაცმელს აქრობს და სხეულს აშიშვლებს. 


ინფორმაცია პროექტის გაყიდვის შეახებ მისი შექმნიდან სამი კვირის შემდეგ გაჩნდა. მანამდე სერვისის ავტორები აცხადებდნენ, რომ მსოფლიო DeepNude-ს მისაღებად მზად არ იყო. 


შეიქმნა აპლიკაცია, რომელსაც ფოტოზე ნებისმიერი ქალის "გაშიშვლება" შეუძლია. ეს არის DeepNude, რომელიც უცნობმა პროგრამისტმა შეიმუშავა. ამის შესახებ Vice წერს.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge