თბილისში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება

  • 19 ივლისი 20:26

დედაქალაქის მერია ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

კანდელაკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 19 ივლისს, 23:00 საათიდან 20 ივლისის დილის 08:00 საათამდე ეტაპობრივად შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა კანდელაკის ქუჩიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით ამსვლელ მონაკვეთზე და ნუცუბიძის ქუჩიდან ბუდაპეშტისა და იოანე ვაკელის ქუჩების მიმართულებით.


ამავე დროს, ერთი კვირით დაიკეტება ბუდაპეშტის ქუჩის მონაკვეთი (კანდელაკის ქუჩიდან ლისის ტბის მიმართულებით). ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!