პიცერიის კარზე ღორის ფორმით რუსული დროშა გამოსახეს (ფოტო)

  • newpost.ge
  • 19 ივლისი 19:54

უკრაინის ქალაქ ჩერნოვციში, პიცერიის კარზე ღორის ფორმის რუსული დროშის სტიკერი გააკრეს.

როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა აცხადებს, ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა ,,NEW YORK STREET PIZZA’’-ში ძალიან ბევრი პრორუსული პოლიტიკით განწყობილი ადამიანის შემოსვლა და მათ მიერ გამიზნულად რუსული საუბარი . 


როგორც პიცერიის ადმინისტრატორი, ალექსანდრე აცხადებს, პრორუსული შეხედულების სტუმრები უარს აცხადებენ ინგლისურად ან უკრაინულად საუბარზე.


,,ჩვენ რუსულად არ ვსაუბრობთ პრინციპულად, ეს ჩვენი პიცერიის ენობრივი პოლიტიკაა, ამას არ ითვალისწინებდნენ ჩვენი სტუმრები, ამიტომ იძულებული გავხდით ამ ღონისძიებისთვის მიგვემართა’’ ,- აცხადებენ პიცერიის ხელმძღვანელები.


 

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge