მამუკა გამყრელიძე: გუშინდელი გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე

  • 19 ივლისი 17:33

„სტრასბურგის სასამართლომ ცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე“, - ასე შეაფასა პოლიტიკოსმა მამუკა გამყრელიძემ სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უფრო მძიმეა, ვიდრე მხოლოდ „რუსთავი 2“-ის დაკარგვა. გუშინდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ ირიბად ცნო, რომ წინა ხელისუფლების დროს ხორციელდებოდა უხეში ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე, არ იყო გარანტირებული კერძო საკუთრება, სასამართლო არ იყო თავისუფალი და დღეს, ამ ხელისუფლების პირობებში ეს საკითხები მოგვარებულია.
აი, რა მაფიქრებს და რას ვწუხვარ. როგორ შემოგვიტრიალდება ეს გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ არ ვიცით. პროპაგანდის თვალსაზრისით აუცილებლად იქნება შედეგები“. - წერს მამუკა გამყრელიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.