ლინზებით შხაპის სისტემატიურად მიღების გამო ქალი დაბრმავდა

  • imedinews.ge
  • 19 ივლისი 17:38

ბრიტანელმა ქალმა, ვინც კონტაქტური ლინზებით შხაპს სისტემატიურად იღებდა, ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. ამის შესახებ LiveScience წერს.



მხედველობის დაკარგვის მიზეზი თვალის იშვიათი ინფექცია გახდა. 41 წლის ქალს თვალები სტკიოდა, თუმცა ექიმს მხოლოდ 2 თვის შემდეგ მიმართა. მისი თქმით, ის ხმარობდა ერთჯერად ლინზებს, რომელსაც შხაპის და აბაზანის მიღების დროს არ იღებდა.

როგორც გაირკვა, პაციენტს თვალის იშვიათი დაავადება კერატიტის ერთ-ერთი სახეობა აღმოაჩნდა, რომლის დროსაც ამება Acanthamoeba რქოვანაში აღწევს. ამას კი მხედველობის დაქვეითება ან დაბრმავება შეუძლია.

2018 წელს ცნობილი გახდა, რომ ირლანდიელი ქალი დააბრმავა პარაზიტმა, რომელიც მის კონტაქტურ ლინზაში იპოვეს.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge