ვინ არის ოჯახში შემოსაშვები და ვინ არა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

  • sputnik-georgia.com
  • 19 ივლისი 17:24

ზოდიაქოს ნიშნის ქალების რეიტინგი საუკეთესოებიდან უარესებისკენ.

კირჩხიბი


თუ კირჩხიბი შეგხვდათ გზაზე და მასთან აპირებთ საკუთარი ბედის დაკავშირებას - გილოცავთ! ნამდვილად გაგიმართლათ! კირჩხიბი ქალები აფასებენ ოჯახურ ცხოვრებას, მასში დებენ მთელ ძალებსა და დროს, ემოციებს. ისინი არასდროს მოგატყუებენ. კირჩხიბი ნამდვილი ძუ მგელია - ერთადერთი მთელი ცხოვრების განმავლობაში.


თევზები


თევზები ძალზე ნიჭიერი და მოსიყვარულე პარტნიორები არიან, არაფერს დაიშურებენ იმისთვის, რომ პარტნიორი ბედნიერი იყოს. მისი ნატურის ერთი ნაწილი შემოქმედებაში თვითგამოხატვისკენ ისწრაფვის, მეორე კი - ბავშვებისკენ, რომელთა აღზრდა თავიანთ მეორე ნახევართან ერთად სურთ. თუ თევზი-ქალი შემოვა თქვენს ოჯახში, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ - ისინი ერთგული, ჭკვიანი ქალები არიან და თქვენს ცხოვრებაში სილამაზეს შემოიტანენ.


სასწორი


მესამე ადგილზე არიან სასწორები - უჩვეულოდ სასიამოვნო, დინამიკურად მოაზროვნე ქალები, რომლებიც გრძელვადიან მიზნებს ისახავენ. მათთან ჩხუბი შეუძლებელია, ის სასურველს პირდაპირ, თავისი სიკეთით იღებს და არა მანიპულაციებითა და სხვა გზებით. სასწორ ქალებს უყვართ სექსი და რომანტიკა, მზად არიან ექსპერიმენტებისთვის.


კურო


მამაკაცებო, დროთა განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ ქალ-კუროსთან დაპირისპირება ქორწინებას დადებით სტიმულს აძლევს. ისინი ძალზე ჭკვიანი არიან, ამიტომ თქვენი ტვინი მუდმივად ამუშაოთ, რომ ქალ კუროს არ ჩამორჩეთ. კუროები ძალზე ერთგული ცოლები, ასევე შესანიშნავი დედები არიან.


მერწყული


მერწყული ქალი ძლიერი და დამოუკიდებელი, სასიამოვნო და მოსიყვარულეა. ერთადერთი, რაც მამაკაცმა უნდა დაიმახსოვროს, ისაა, რომ ურთიერთობები მოსაწყენი არ უნდა გახდეს - ამას მერწყული ქალი ვერ იტანს. ის ასევე ძალზე გამჭრიახი და ენამახვილია, ამიტომ მას მამაკაცი ამ მხრივაც უნდა შეეფერებოდეს.

სრული ვერსიის ნახვა sputnik-georgia.com