"ირაკლი ოქრუაშვილი არის ბუტა რობაქიძის მკვლელი"

  • kvira.ge
  • 19 ივლისი 16:50

უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე პოლიტიკური მოძრაობის, "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნას ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" წილების დაყადაღების თაობაზე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ირაკლი ოქრუაშვილი არის ბუტა რობაქიძის მკვლელი, საქართველოს მოღალატე – ფსბ-ს დაქირავებული აგენტი 2011 წელს და არარაობა პოლიტიკოსი – ვის მოუვიდა აზრად საქართველოში მისი დაბრუნება და ისევ "პოლიტიკურ ლიდერად" ქცევა – არ ვიცი. თუმცა იმას კი კარგად ვხვდები რომ მის უკან "შავი ფულია" (არ არის გამორიცხული, ისევ მისი პატრონი "ფსბ"-ა.) საიდან ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილს იმხელა ფული, რომ მინისტრობის პერიოდში ეყიდა "რუსთავი 2"? თუ ეს მართლა ასე იყო, ესე იგი, ის ფულებს ისევ ჩვენ გვპარავდა. ამას თუ გამოავლენს ოქრუაშვილი ახლა – მაშინ თავისი ფეხით უნდა წავიდეს ციხეში", – წერს ირაკლი კაკაბაძე.


პოლიტიკური მოძრაობის, "გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოსგან ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" წილების დაყადაღებას ითხოვს.


ადვოკატის მტკიცებით, დოკუმენტი ადასტურებს, რომ ქიბარ ხალვაშს არ ჰქონდა უფლებამოსილება, ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე ემოქმედა "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით და თუ ამ პირობას დაარღვევდა, ვალდებული იყო, ოქრუაშვილისთვის ჯარიმის სახით გადაეხადა 7 მილიონი აშშ დოლარი".

სრული ვერსიის ნახვა kvira.ge