მსოფლიოს ყველაზე უცნაური ვაკანსიები...

  • funtime.ge
  • 19 ივლისი 16:05

მართლაც და, მსოფლიოში ბევრი უცნაური პროფესია და ხელობა არსებობს...

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ვაკანსიები:


1. ძაღლის ხმაზე მყეფარი



თუ შვედეთში ცხოვრობთ და სახლში ძაღლს მალავთ, რომ მისი ყოლისთვის დაწესებული გადასახადი არ გადაიხადოთ, მთავრობა თქვენი ოთხფეხა მეგობრის არსებობის შესახებ მაინც გაიგებს. ამისთვის არსებობს სათნო და საყვარელი ქალბატონი ელფრიდა, რომელიც სახლების სიახლოვეს დასეირნობს და სხვადასხვა ხმაზე ყეფს. ქალბატონი ელფრიდას ყეფას ყველა ძაღლი ეხმაურება და საბოლოოდ, მათ პატრონებს გადასახადის გადახდა უწევთ.


2. საღებავზე დამკვირვებელი



34 წლის კარვინი ლაქებისა და საღებავების კომპანია Dulux-ში მუშაობს. მას ევალება, დააკვირდეს, როგორ იცვლის საღებავი ფერს გაშრობისას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, რომელზეც პროდუქციის ხარისხი და პოტენციური კლიენტების სახლის კედლების ფერია დამოკიდებული.


3. სუნის დეგუსტატორი



ამ პროფესიის წარმომადგენელი საღეჭი რეზინის ხარისხს საკმაოდ უცნაური მეთოდით განსაზღვრავს - სპეციფიკური სუნის მქონე პროდუქტის (მაგალითად, ნივრის) მირთმევის შემდეგ საცდელი ობიექტი რამდენიმე წუთის განმავლობაში საღეჭ რეზინს ღეჭავს. სუნის დეგუსტატორი კი ამოწმებს, რამდენად კარგად გაუმკლავდა საღეჭი რეზინი უსიამოვნო სუნს. 


4. მწყევლელი
ძველ რომში არსებობდა უცნაური პროფესიის ადამიანი, რომელიც გზაჯვარედინებთან იჯდა. მისი საქმიანობა წყევლის წერა იყო. ადამიანებს გულწრფელად სწამდათ, რომ ამ მეთოდით ღმერთებს მტრის დასჯის თხოვნას აწვდიდნენ. 


5. სიგარების დამხარისხებელი ფერის მიხედვით 
ამ პროფესიის ადამიანი კარგად უნდა არჩევდეს ყავისფერი თამბაქოს ყველა შეფერილობას, რომ სიგარები შეფუთვაში სწორად გაანაწილოს. 


6. ყურის მწმენდავი
ასეთ მომსახურებას ძირითადად აბანოებში სთავაზობენ. ქალები და მამაკაცები ხელში მომარჯვებული ყურის ჩხირებით აბანოში დასეირნობენ და, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, კლიენტების ყურებს გოგირდის საცობებისგან ასუფთავებენ. 


7. პინგვინების გადამბრუნებელი


ამ პროფესიის ადამიანები ანტარქტიდაში მუშაობენ, რომ პინგვინები სიკვდილისგან იხსნან. საქმე ის გახლავთ, რომ თვითმფრინავების გადაფრენის დროს, პინგვინი ცაში იყურება და ზურგზე ეცემა. დახმარების გარეშე ის ფეხზე ადგომას ვეღარ ახერხებს და გარდაუვალი სიკვდილი ელის.


8. მუსიკოსი მომაკვდავისთვის
დიახ, არსებობს პროფესია, რომელსაც მომაკვდავი ადამიანის უკანასკნელი წუთების გალამაზება შეუძლია. ამ პროფესიის ადამიანები მძიმედ დაავადებულთა გვერდით არიან და უკანასკნელ გზაზე ლამაზი მუსიკის თანხლებით აცილებენ.


9. კიბერდამლაგებელი
მომავლის პროფესიებს შორის არსებობს ერთი საინტერესო პროფესია - კიბერდამლაგებელი. ესაა ადამიანი, რომელიც ინტერნეტიდან კლიენტისთვის არასასურველ ინფორმაციას აქრობს.


10. ლოგინის გამთბობი
დიდი ბრიტანეთის ზოგიერთი სასტუმრო თავის კლიენტებზე განსაკუთრებულად ზრუნავს. ასეთი სასტუმრო ქირაობს ადამიანებს, რომლებიც კლიენტის ლოგინზე წვებიან და სტუმარს თბილ ლოგინს ახვედრებენ.


რა თქმა აუნდა, საინტერესო პროფესიების ნუსხა ამით არ სრულდება და დანარჩენებს შემდეგ ჯერზე შემოგთავაზებთ.
მანამდე კი, თუ ახლანდელი საქმე მოგბეზრდათ, ხომ არ დაფიქრდებოდით: მართლაც, რა მშვენიერია ანტარქტიდაზე ლამაზი და საყვარელი პინგვინების გადაბრუნებაზე ზრუნვა

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge