22 წლის ბიჭის გადაწყვეტილება - ჯარისგან თავის დასაღწევად ბებიაზე დაქორწინდა

  • funtime.ge
  • 19 ივლისი 15:47

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ალექსანდრემ სამხედრო კომისარიატიდან სავალდებული სამხედრო სამსახურში გაწვევის ცნობა მიიღო...

ახალგაზრდამ მაშინვე ჯარიდან თავის დაღწევის გზების ძიება დაიწყო და 31 ოქტომბერს კომისარიატში პენსიონერ მეუღლეზე მეურვეობის ცნობა წარადგინა.
რა თქმა უნდა, კომისარიატში მაშინვე მიხვდნენ, რომ ქორწინება ფიქციური იყო, თუმცა იძულებული გახდნენ, კანონის მიხედვით ემოქმედათ.


უკრაინის ქალაქ ვინიცკის სამხედრო კომისარმა ალექსანდრე დანილიუკმა ჟურნალისტებს უამბო, რომ წვევამდელს კომისარიატში მამა ახლდა. „წვევამდელის მამამ განაცხადა, რომ ახალგაზრდა ჯარში წასვლას ვერ შეძლებს, რადგან მისი ცოლი პირველი ჯგუფის ინვალიდია და გამუდმებულ მოვლას საჭიროებს“, - განაცხადა დანილიუკმა.


ამ დროისთვის ქორწინება კანონიერად ითვლება, თუმცა სამხედროები მას ფიქციურად მიიჩნევენ და სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.


თანასოფლელების მონაყოლიდან ირკვევა, რომ 80 წლის ბებიამ შვილიშვილთან ქორწინების შესახებ არაფერი იცოდა.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge